𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: მეცმა აიაქსიდან გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი გამოისყიდა
ფრანგულმა "მეცმა" ამსტერდამის "აიაქსიდან" გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი გამოისყიდა. ამის შესახებ De Telegraaf-ი იუწყება.
წყაროს ცნობით, "მეცმა" კონტრაქტში არსებული პუნქტი გააქტიურა და ქართველი დორვარდის სანაცვლოდ 13 მილიონი ევრო გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის 2023/24 წლების სეზონში 13 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.