"მიეცით ლიმონს დრო, მე მისი მჯერა", - პოჩეტინომ აღიარა, რომ დადებითი ენერგიის მოსაზიდად, კაბინეთში მთელი ყუთი ლიმონი უდევს

მაურისიო პოჩეტინომ განმარტა, რატომ უდევს საკუთარ კაბინეტში მუდმივად ლიმონი.
„ჩელსის" მთავარ მწვრთნელს სჯერა, რომ ლიმონი ნეგატიური ენერგიის შესრუტვაში ეხმარება.
„ტოტენჰემში მან მოქმედება ორი წლის შემდეგ დაიწყო, მიეცით ლიმონს დრო. ეს არის ის, რისიც გვჯერა. თუ გინდათ, რომ დადებითი ენერგია დაინერგოს, უნდა მოიმოქმედო ყველაფერი, რისიც გჯერა.
მე ლიმონის მჯერა, მაგრამ „ტოტენჰემში" მან მუშაობა 1.5-2 წლის შემდეგ დაიწყო. ის არ არის ჯადოსნური, მაგრამ მე ახლა უფრო მჯერა მისი, ვიდრე ოდესმე.
დღეს, კაბინეტში სხვადასხვა სახეობის ლიმონი მიდევს - ყვითელი, მწვანე. ესპანეთიდან, იტალიიდან. არ მინდა თქვენთვის ტყუილის თქმა, ლიმონების დიდი ყუთი მიდევს ოთახში. ყოველთვის მეგონა, რომ ყვითელი ლიმონი - მწვანეზე გაცილებით უკეთ მუშაობდა, მაგრამ ახლა ნებისმიერი ფერის მწამს - ყველას შეუძლია შენი დახმარება. ცისფერი ლიმონის შოვნა რომ შემეძლოს, კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა.
ლაიმი - ლიმონი არ არის. ის მისი ძმაა, სხვა დედისგან ან სხვა მამისგან.", - აღნიშნა პოჩეტინომ.