ავტორიზაცია

მიკაილ ფაი ბარსელონაში დარჩენასთან ახლოსაა - ჰანსი ფლიკი სენეგალელს ენდობა

მიკაილ ფაი ბარსელონაში დარჩენასთან ახლოსაა - ჰანსი ფლიკი სენეგალელს ენდობა
თარიღი 02 ივლ 2024, 19:28
ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, ბარსელონამ მიკაილ ფაის შეატყობინა, რომ ჰანსი ფლიკს მისი პრესეზონზე ნახვა სურს. 

სენეგალელს ფლანგზე თამაში არ უნდა და ხედავს, რომ ცენტრალური მცველის პოზიციაზე პირველ გუნდში დიდი კონკურენციაა. შესაბამისად, ის კლუბისგან ან გარანტიებს ითხოვს, ან გაშვებას, მაგრამ ბარსას პოზიცია მტკიცეა.

მატეო მორეტოს ცნობით, ფაი პრესეონზე ბარსელონასთან ერთად იქნება და მხარეები გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ. ამჟამად, "ბლაუგრანასა" და პორტუს შორის შეთანხმება არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიური კლუბი მისი ტრანსფერით ინტერესდება.

ბარსელონა სენეგალელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს, პორტუ კი 5-ს იხდის. მიკას მათთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს. სავარაუდოდ, თუ პორტუგალიელები €10-მილიონიან შეთავაზებას გააკეთებენ, გარიგება შედგება.

ფაბრიციო რომანოს თქმით, ბარსელონას მოთხოვნა თავიდანვე ნათელი იყო: €15 მილიონი ფიქსირებული სატრანსფერო თანხა, €30/32-მილიონიანი უკან გამოსასყიდი პუნქტი და მომავალი ტრანსფერიდან წილი - პორტუ ამ პირობებს არ აკმაყოფილებს.

ჰანსი ფლიკმა ფაის უკვე უთხრა, რომ მომავალ სეზონში მისი გუნდში ყოლა სურს. ბარსელონა მიკაილის შენარჩუნებით ძალიან ბედნიერი იქნება. კატალონიური გრანდი სენეგალელს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ €15/€16 მილიონს შესთავაზებენ.

მიკა ფაის ბარსელონასთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.