ავტორიზაცია

მიკალ ბრიჯესი კარიერას ნიქსში გააგრძელებს

მიკალ ბრიჯესი კარიერას ნიქსში გააგრძელებს
თარიღი 26 ივნ 2024, 11:00
NBA-ი პაუზის და დასვენების მიუხედავად ყველთვის აქტიურობს და გვახსენებს თავის თავს. დრაფტი დღეს ღამე ჩატარდება და ამას უამრავი ქომაგი ელოდება. მანამდე კი დიდი გაცვლა განახორციელეს ორმა თანაქალაქელმა, ნიქსმა და ნეტსმა.

ნიქსმა, ბრუკლინს: ბოიან ბოგდანოვიჩი, 2025, 2027, 2029 და 2031 წლის პირველი რაუნდის პიკები მისცა, ასევე წლევანდელი ბაქსის პიკიც ბრუკლინს შეხვდა. სანაცვლოდ კი, ბრუკლინის უდავოდ საუკეთესო მოთამაშე წამოიყვანა. საუბარია მიკალ ბრიჯესზე. ლიგის ერთ-ერთი ყველაზე მშრომელი, მუშა, და ორმხრივი მოთამაშე ახალი სეზონიდან ტომ ტიბოდოს განკარგულებაში იქნება. ბრუკლინი ისედაც აპირებდა რებრენდინგს, რადგან გუნდი ერთ ადგილზე იყო გაჩერებული. 

ნიქსმა ძალიან მაგარი შევდება მიიღო. მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე, იდეალური მოთამაშე ტომ ტიბოდოსთვის. თან ბრიჯესს შეეძლება, რომ მეორე ან მესამე ოფცია იყოს რაც მას ფანტასტიკურად გამოსდიოდა ფინიქს სანსში. მოკლედ წინა სასეზონო პირველი დიდი გაცვლა ვიხილეთ. კიდევ ველოდებით გაცვლებს, რადგან დღეს დრაფტია და შეიძლება, რომელიმე კლუბმა პრეტენზია გამოთქვას მაღალ არჩევანზე.