ავტორიზაცია

მიხაილოვიჩი: "ასეთი ფეხბურთი იგივეა, რაც ხელბურთი ბადის გარეშე"

მიხაილოვიჩი: "ასეთი ფეხბურთი იგივეა, რაც ხელბურთი ბადის გარეშე"
თარიღი 31 ოქტ 2021, 18:57

„ბოლონიას“ მთავარმა მწვრთნელმა, სინიშა მიხაილოვიჩმა სერია ა-ში ზედმეტად ბევრი პენალტის რაოდენობით უკმაყოფილება გამოთქვა.

28 ოქტომბერს „ბოლონიამ“ „ნაპოლისთან“ მატჩში ორი პენალტი გაუშვა - გუნდი 12 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება.

„მომხდარზე არ უნდა ვიფიქროთ - მსაჯებს ვგულისხმობ. იმიტომ, რომ მსგავსს რაღაცას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ. ყოველთვის არსებობს რისკი რომ ჩაეფლო და თავის სამართლებლები ეძებო.

არ მინდა თავის მართლება, ეს ვერაფერს მოიტანს. მოედანზე მშვიდად უნდა გავიდეთ და მსაჯებს არ ველაპარაკოთ. რა თქმა უნდა, როცა უსამართლობა ხდება, პირველი მე ვიქოქები. საკუთარი სინდისი უნდა შევამოწმოთ და არა თავი ვიმართლოთ. იგივე უნდა გააკეთონ მსაჯებმაც.

ყველაფერში ქაოსია - 10 ტურში 48 პენალტიც მათ შორის. ჩვენ ყველაზე მეტი გაძევება და პენალტი გვაქვს, პირველ ადგილზე ვართ ყვითელი ბარათებითაც. არამგონია, მთლად ასეთი ცუდები ვიყოთ.

ახლა კონტაქტის გარეშე ვთამაშობთ. არადა, ფეხბურთი კონტაქტის გარეშე იგივეა, რაც ხელბურთი - ბადის გარეშე.“ - აღნიშნა მიხაილოვიჩმა.