ავტორიზაცია

მილან შკრინიარი იტალიაში ბრუნდება ?

მილან შკრინიარი იტალიაში ბრუნდება ?
თარიღი 10 Oct 2024, 14:52
ტურინის იუვენტუსი ზამთარში მცველის დამატებას ეცდება. ტიაგო მოტას გუნდს, გლეისონ ბრემერი მთელი სეზონით გამოაკლდა, რადგან მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და “ზებრებს“ მისი შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავთ. 

იტალიური კლუბი სერიოზულად ინტერესდება პსჟს ცენტრალური მცველით მილან შკრინიარით. სლოვაკმა მცველმა ინტერის დატოვების შემდეგ პსჟში ფეხი ვერ მოიკიდა. სერია ას ერთ-ერთი საუკეთესო მცველი დღესდღეისობით პსჟს სკამზე ზის და მზადაა კლუბის გამოსაცვლელად. იუვენტუსი მისთვის კარგი ვარიანტია სლოვაკი კარგად იცნობს იტალიის ჩემპიონატს და ადაპტაციის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. იუვე ეცდება შკრინიასრის იჯარით დამატებას შემდგომი გამოსყიდვის უფლებით. 

მილან შკრინიარმა პსჟს შემადგენლობაში ამ სეზონში მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სლოვაკმა პსჟს შემადგენლობაში, სულ 34 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.