მილანი ახალ ფორვარდს ეძებს — სიაში სამი ფეხბურთელია

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მილანი ახალი თავდამსხმელის დამატებას გეგმავს და ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
იტალიური მედიის ცნობით, როსონერის ხელმძღვანელობამ სამი მთავარი კანდიდატი უკვე შეარჩია და ფეხბურთელების წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის ემზადება.
მილანის სიაში დუშან ვლაჰოვიჩი, მოიზე კინი და გაბრიელ ჟესუსი მოხვდნენ. ვლაჰოვიჩს იუვენტუსთან კონტრაქტის ეწურება და სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება. ჟესუსს არსენალთან მოქმედი ხელშეკრულება 2027 წელს უმთავრდება და დიდი შანსია კლუბი ზაფხულშივე დატოვოს. მოისე კინს ფიორენტინასთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 65 მილიონი ევროა.

