მილანი ემერსონ როიალის ტრანსფერზე მუშაობს

ფაბრიციო რომანოს ცნობით, მილანი ემერსონ როიალის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს - დღეს მხარეებს შორის ახალი კონტაქტი შედგა.
ბრაზილიელი მარჯვენა მცველი "როსონერიში" გადასვლაზე თანახმაა, მაგრამ კლუბები, ჯერჯერობით, ვერ თანხმდებიან. ტოტენჰემი ფეხბურთელის სანაცვლოდ €25 მილიონს ითხოვს.
მილანს დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება სურს. ემერსონის გარდა, იტალიური გრანდის რადარზე ტიაგო სანტუშია (ლილი).