ავტორიზაცია

მილანი ფენერბაჰჩეს მცველით ინტერესდება

მილანი ფენერბაჰჩეს მცველით ინტერესდება
თარიღი 29 დეკ 2021, 22:37

"მილანი" "ფენერბაჰჩეს" მცველ ატილა შალაით ინტერესდება, წერს Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი, რუდი გალეტი.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქულ კლუბს 23 წლის უნგრელში 15-20 მილიონი ევროს მიღება უნდა.

აქამდე დაიწერა, რომ სტამბულელთა ფეხბურთელისთვის "ჩელსი" და "ატლეტიკოც" იბრძვიან.

2021/22 წლების სეზონში შალაიმ "ფენერბაჰჩეს" რიგებში 26 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასი გააკეთა.