ავტორიზაცია

მილანი ფოფანას უმიზნებს

მილანი ფოფანას უმიზნებს
თარიღი 11 ივლ 2024, 12:29
მილანი ახალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას აგრძელებს. ''როსონერი'' საყრდენ ნახევარმცველს ეძებს და კანდიდატი უკვე შერჩეულია. იტალიურ კლუბს მონაკოს შუახაზელი იუსუფ ფოფანას დამატება უნდა. ფრანგი დეხბურთელი მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება და მილანი ამით სარგებლობას გეგმავს. 

მოთამაშესთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია და ფოფანაც არ მალავს მილანში თამაშის სურვილს. ფონსეკას ძალიან სჭირდება ფოფანას სტილის მოთამაშე და დიდი შანსია, ''ეშმაკებმა'' საქმე ბოლომდე მიიყვანონ. მონაკოს ვიცე-კაპიტანმა ნოტინგემ ფორესტის შეთავაზება იუარა და კარიერის გაგრძელება მხოლოდ იტალიაში სურს. ფრანგის სატრანსფერო ფასი 25-30 მილიონი ევროა.

გასულ სეზონში ფოფანამ 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა, საფრანგეთს ნაკრებში 25 წლის ნახევამცველს 21 მატჩი აქვს ჩატარებული რა დროშიც 3 გოლის გატანა მოახერხა.