ავტორიზაცია

მილანი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

მილანი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
თარიღი 09 Mar 2021, 18:13

„მილანის“ ხელმძღვანელობას გუნდის ნახევარმცველ ფრანკ კესიესთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

პოტენციური მსურველების დასაფრთხობად, „როსონერი“ აპირებს, რომ კესიეს ხელფასი გაუზარდოს და კონტრაქტი 2026 წლამდე გაუფორმოს.

ბოლო დროს, მის მიმართ ინტერესს სხვადასხვა ევროპული გუნდები იჩენდნენ, მათ შორის გაიჟღერა „მანჩესტერ სიტის“ სახელმაც.

მიმდინარე სეზონში, კესიემ სერია ა-ს 25 მატჩში 9 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.