ავტორიზაცია

მილანი გუნდის ლიდერების შენარჩუნებას გეგმავს

მილანი გუნდის ლიდერების შენარჩუნებას გეგმავს
თარიღი 17 Dec 2024, 12:29
მიმდინარე სეზონში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური გუნდი მილანია, პაულო ფონსეკას კოლექტივი ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ კარგად გამოიყურება, მაგრამ ჩემპიონატში გუნდი ოთხეულს მიღმაა და მომდევნო სეზონში იტალიელების ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ამ წუთისთვის გუნდი საკმაოდ მნიშვნელოვან ამოცანას აგვარებს. “როსონერი“ თავისი ლიდერების შენარჩუნებაზე ზრუნავს. ამ დრომდე კლუბის მენეჯმენტი აქტიურად მუშაობდა: ტიჯანი რეინდერსის, კრისტიან პულისიკის და მაიკ მენიოს კონტრაქტებზე. სამივე ეს ფეხბურთელი გუნდთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. 

სამივე ფეხბურთელი სან სიროზე კიდევ 5 წლით დარჩება და კონტრაქტები 2029 წლამდე ექნებათ გათვლილი. ამერიკელი კრისტიან პულისიკი და ფრანგი მაიკ მენიო ახალი კონტაქტით ხელფასის სახით 5 მილიონს მიიღებენ, ხოლო რაც შეეხება ტიჯანი რეინდერსს ნიდერლანდელის ანაზღაურება 3.5 მილიონი ევრო იქნება. 

ახლა მილანი სრულიად გადაერთვება ტეო ერნანადესის კონტრაქტზე, ფრანგ მოთამაშეს არ სურს მილანის დატოვება და მზადაა გუნდთან ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმოს. მილანი ხელფასის სახით თავის ლიდერს 5 მილიონს და დიდი ბონუსებ შესთავაზებს. “ეშმაკებთან“ ტეო ერნანდესის მოქმედი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.