მილანი კაილ უოკერის თაობაზე შეთავაზებას მომავალ კვირას გააკეთებს

იტალიური "მილანი" "მანჩესტერ სიტის" მარჯვენა მცველის კაილ უოკერის თაობაზე ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს.
ინფორმაცია "როსონერის" ინგლისელის მიმართ ინტერესის შესახებ გაჩნდა მას შემდეგ, რაც პეპ გვარდიოლამ განცხადა, რომ 34 წლის ფეხბურთელმა კლუბს გაშვება მოსთხოვა.
ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, "როსონერი" უოკერისთვის ოფიციალური შეთავაზების გაკეთებას მომავალ კვირას გეგმავს.