ავტორიზაცია

მილანი კაილ უოკერს არ გამოისყიდის — ინგლისელი სიტიში ბრუნდება

მილანი კაილ უოკერს არ გამოისყიდის — ინგლისელი სიტიში ბრუნდება
თარიღი 13 May 2025, 17:49
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კაილ უოკერი მილანს დატოვებს და მანჩესტერ სიტიში დაბრუნდება — ინფორმაცია იტალიურ მედიაში გავრცელდა.

calciomercato-ს ცნობით, როსონერის ხელმძღვანელობა 34 წლის ინგლისელი გარემარბით უკმაყოფილია და მის სანაცვლოდ 5 მილიონი ევროს გადახდა არ სურს.

შეგახსენებთ, რომ კაილი უოკერი მილანში იჯარის წესით იანვარში გადავიდა და გუნდის მაისურით 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა.