ავტორიზაცია

მილანი ლიდერების შენარჩუნებას გეგმავს

მილანი ლიდერების შენარჩუნებას გეგმავს
თარიღი 13 ივნ 2024, 14:59
მილანის საბჭოს წევრმა და გუნდის ლეგენდამ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ გუნდის ზაფხულში თავის ლიდერებს არ გაყიდის. საუბარია ტეო ერნანდესზე, მაიკ მენიოზე და რაფაელ ლეაოზე. ერნანდესით უკვე კარგა ხანია მიუნხენის ბაიერნი ინტერესდება და მოთამაშეს გაორმაგებულ ხელფას სთავაზობს. თავად ფრანგ მცველს არა ერთხელ აღუნიშნავს, რომ ის მილანში ძალიან ბედნიერია და გუნდის გამოცვლას არ გეგმავს. ტეო გუნდის ვიცე კაპიტანია და ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, გასულ სეზონში 46 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა. მისი კონტრაქტი 2026 წლამდე არის ძალაში. 

რაც შეეხება, მაიკ მენიოს საფრანგეთის ნაკრების პირველ ნომერს, არც ისე კარგი სეზონი ჰქონდა. ის საკმაოდ არა სტაბსილური იყო და ამავდროულად ტრავმიანობდა კიდევაც. მილანში უკმაყოფილოები იყვნენ მენიოს თამაშით, როგორც ჩანს ფრანგი მეკარე კიდევ ერთ შანსს მიიღებს და მომავალ სეზონშიც ''როსონერის'' ფერებს დაიცავს.

ზლატანმა ასევე ისაუბრა ჯოშუა ზირკზეზე და თქვა, რომ ნიდერლანდელი ფორვარდი ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა და მილანი, მის დასამატებლად ყველაფერ გააკეთებს. კლუბებმა ყველაფერი მოაგვარეს სატრანსფერო თანხა 40 მილიონი უნდა იყოს, მაგრამ არის ერთი დაბრკოლება ზირკზეს აგენტის სახით. ჯოშუას აგენტი კომპენსაციის სახით 15 მილიონს ითხოვს, რისი გადახდაც მილანს არ სურს და ფასის შემცირებას ცდილობს. თავად მოთამაშის დიდი სურვილია მილანში გადმოსვლის და ამის გამო მილანს ეიმედება, რომ აგენტი თანხას დააკლებს. 

შეგახსენებთ, რომ მილანს ახალი სეზონიდან პაოლო ფონსეკა ჩაიბარებს.