ავტორიზაცია

მილანი ლიდერების შენარჩუნებას გეგმავს

მილანი ლიდერების შენარჩუნებას გეგმავს
თარიღი 12 Nov 2024, 12:58
მილანის ლიდერებს: ტიჯანი რეინდერს, ტეო ერნანდეს, მაიკ მენიოს და მატია გაბიას, მალე ეწურებათ მოქმედი კონტრაქტები. ამის გამო მილანის ხელმძღვანელები აპირებენ გააქტიურებას და თავის ლიდერებთან ახალი გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმება სურთ. 

ამ მოთამაშეებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით ეს ეხება ტეო ერნანდესს, რომელსაც ბევრჯერ ჰქონდა მილანის დატოვების საშუალება, მაგრამ სხვა გუნდში გადასვლაზე უარი განაცხადა. რეინდერს მართლაც გამორჩეული სეზონი აქვს, ნიდერლანდელი შუახაზელი, ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია და მატჩიდან მატჩამდე უმატებს, მასზეც ბევრი კლუბი აცხადებს პრეტენზიას, მაგრამ მილანის ლიდერს გუნდიდან წასვლის სურვილი არასოდეს გამოუთქვამს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა მოთამაშეები ახალ კონტრაქტებს, წლის ბოლომდე გააფორმებენ. 

მილანს მომდევნო შეხვედრა სანაკრებო პაუზის შემდგომ ელოდება, პულო ფონსეკას გუნდის მეტოქე, იუვენტუსი იქნება და წინ ძალიან საინტერესო შეხვედრა გველოდება, მატჩი 23 ნოემბერს 21:00-ზე გაიმართება.