მილანი მადრიდის რეალის შემტევით ინტერესდება

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი, ლუკას ვასკესი, გუნდს ზაფხულში უფასოდ დატოვებს, რადგან კონტრაქტი ეწურება.
29 წლის ფეხბურთელსა და კლუბს შორის მოლაპარაკებები ახალ ხელშეკრულებაზე ჩაშლილია, რადგან მხარეები შეთანხმებისგან ძალიან შორს არიან.
ამის ფონზე, ესპანელით „მილანი“ დაინტერესდა, რადგან „როსონერი“ მარჯვენა ფრთის შემტევს აქტიურად ეძებს, იტყობინება გამოცემა Cadena Cope.
ლა ლიგის 19 მატჩში ვასკესმა ამ სეზონში 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.