მილანი მზად არის ტონალის კონტრაქტი შეისყიდოს
"მილანი" "ბრეშიას" საკუთრებაში მყოფი ნახევარმცველის, სანდრო ტონალის შესყიდვას გეგმავს, წერს Calciomercato.
გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი "როსონერის" 15 მილიონი ევრო დაუჯდება, პოტენციური ბონუსების სახით კი დამატებით 10 მილიონი იქნება გათვალისწინებული.
ტონალი "მილანში" იჯარით 2020 წლის სექტემბერში გადავიდა. 2020/21 წლების სეზონში მან 33 მატჩი ჩაატარა.
Transfermarkt.com-ის ვერსიით, ახალგაზრდა ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 32 მილიონს შეადგენს.