მილანი საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელს უმიზნებს

"მილანი" "ტულუზას" გარემარბ ამინ ადლით ინტერესდება, წერს Calciomercato.
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიურ კლუბს გუნდში ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის ხილვა უნდა. მხარეები მოლაპარაკებებს ძალიან მალე დაიწყებენ.
21 წლის ფრანგი მთელი კარიერაა "ტულუზაში" თამაშობს. გასულ სეზონში მან 34 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ადლის "ტულუზამ" ლიგა 1-ში დაბრუნება ვერ მოახერხა, "მილანმა" კი სერია ა-ში მეორე ადგილი დაიკავა.