ავტორიზაცია

მილანი სტეფანო პიოლის გაშვების შესახებ დღეს გამოაცხადებს

მილანი სტეფანო პიოლის გაშვების შესახებ დღეს გამოაცხადებს
თარიღი 24 მაი 2024, 11:21
"მილანის" ხელმძღვანელობა დღეს, 24 მაისს, მთავარი მწვრთნელის სტეფანო პიოლის გათავისუფლების შესახებ გამოაცხადებს. 

ამის შესახებ ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იტყობინება. 

წყაროს ცნობით, მხარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ თანამშრომლობის შეწყვეტაზე. 

იტალიელი სპეციალისტი მილანის გუნდს 2019 წლის შემოდგომიდან ხელმძღვანელობს. 

2021/2022 წლების სეზონში "როსონერი" სერია A-ს ჩემპიონი გახდა. 

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მილანელები სატურნირო ცხრილში 74 ქულით მეორე ადგილზე არიან.