მილანი ტულუზას ფეხბურთელში 8 მილიონ ევროს ჩამოდის

"მილანი" "ტულუზას" გარემარბ ამინ ადლით ინტერესდება, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგული კლუბი 10-12 მილიონ ევროს ითხოვს. თავის მხრივ, "როსონერი" მხოლოდ 8 მილიონს ჩამოდის.
როგორც აღინიშნება, მილანელებს 21 წლის ფრანგის ტრანსფერის დახურვა ამ ზაფხულსვე სურთ. ახალგაზრდა ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
ადლიმ გასულ სეზონში "ტულუზას" მაისურით ლიგა 2-ში 34 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.