მილანი ზაფხულში ტონალის კონტრაქტის შესყიდვას აპირებს

"მილანი" "ბრეშიადან" იჯარით დამატებული ნახევარმცველის, სანდრო ტონალის შესყიდვას გეგმავს.
აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport ავრცელებს.
"როსონერიმ" ტონალი ერთწლიანი იჯარით 10 მილიონ ევროდ დაიმატა და მისი შესყიდვა 15 მილიონად შეუძლია + 10 მლნ ბონუსების სახითაა გათვალისწინებული.
20 წლის იტალიელმა სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში 25 მატჩი ჩაატარა.