მილანი ზაფხულში ტონალის კონტრაქტის შესყიდვას გეგმავს

"მილანი" "ბრეშიას" ნახევარმცველ სანდრო ტონალის შესყიდვას აპირებს, წერს Calciomercato.
"როსონერიმ" 20 წლის ნახევარმცველი 10 მილიონ ევროდ ინათხოვრა. მისი შესყიდვა კლუბს 15 მილიონი დაუჯდება.
გარდა ამისა შეთანხმებაში 10-მილიონიანი ბონუსიც იქნება გათვალისწინებული, რომელიც ფეხბურთელის ასპარეზობაზე იქნება დამოკიდებული.
მიმდინარე სეზონში იტალიის ნაკრების ჩამშლელმა "მილანის" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩი ჩაატარა.