ავტორიზაცია

მილანი ზამთარში თავდამსხმელის დამატებას განიხილავს — მთავარი კანდიდატი ცნობილია

მილანი ზამთარში თავდამსხმელის დამატებას განიხილავს — მთავარი კანდიდატი ცნობილია
თარიღი 15 Dec 2025, 12:27
მილანში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადება უკვე დაიწყეს. კლუბთან დაახლოებულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, მაქს ალეგრიმ მინიმუმ ორი ახალი ფეხბურთელის დამატება მოითხოვა, საიდანაც ერთ-ერთი აუცილებლად ფორვარდი უნდა იყოს.

რაც შეეხება მილანის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს, როგორც სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწერა, კლუბის სპორტული დირექტორი იგლი ტარე ვესტ ჰემისა და გერმანიის ეროვნული ნაკრების ფორვარდის ნიკლას ფიულკრუგის ტრანსფერზე მუშაობს. როგორც ირკვევა, მხარეებს შორის უახლოეს დღეებში ახალი კონტაქტი შედგება, სადაც მილანი როგორც ვესტ ჰემთან, ისე ფეხბურთელის აგენტთანაც შეეცდება წინასწარი სიტყვიერი შეთანხმების მიღწევას.

ნიკლას ფიულკრუგი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ვესტ ჰემს 100% დატოვებს, შესაბამისად, მილანი 32 წლის ფეხბურთელის იჯარით ან პატარა სატრანსფერო თანხის სანაცვლოდ დამატებას შეეცდება. გამოცდილი გერმანელი ფორვარდით რამდენიმე ბუნდესლიგის წარმომადგენელიცაა დაინტერესებული, თუმცა ამ მომენტისთვის ფავორიტი მაინც როსონერია.