ავტორიზაცია

მილანის ფეხბურთელი მესიასი შესაძლოა ტორინოში გადავიდეს

მილანის ფეხბურთელი მესიასი შესაძლოა ტორინოში გადავიდეს
თარიღი 09 ივლ 2023, 11:34
"მილანის" ნახევარმცველმა ჯუნიორ მესიასმა შესაძლოა კარიერა "ტორინოში" გააგრძელოს. ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ამჟამად ტურინული კლუბი "მილანთან" 32 წლის გარემარბის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

გასულ სეზონში მესიასმა მილანის მაისურით 36 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.