მილანის მცველმა კარიერა შესაძლოა ემპოლიში გააგრძელოს
"მილანის" მცველი, ანდრეა კონტი შესაძლოა "ემპოლიში" გადავიდეს, წერს ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო.
გავრცელებული ინფორმაციით, "ემპოლი" დაცვის ხაზის გაძლიერებას და 27 წლის იტალიელის გადაბირებას აპირებს.
მიმდინარე სეზონში კონტის "როსონერის" რიგებში ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას კლუბთან 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.
Transfermarkt-ის ვერსიით, "მილანის" უკანახაზელის სატრანსფერო ფასი 3,5 მილიონ ევროს შეადგენს.