ავტორიზაცია

მილანის მორიგი დანამატი ?

მილანის მორიგი დანამატი ?
თარიღი 21 ივლ 2024, 14:47
მილანი აგრძელებს გაძლიერებას, როგორც მოგეხსენებათ. ''როსონერიმ'' უკვე გადმოიბირა ალვარო მორატა და მისი სახით გუნდს ახალი ცხრა ნომერი ეყოლება. ფონსეკას გუნდი შეტევის გაძლიერებას უდინეზეს გამთამაშებლით ლაზარ სამარჯიჩითაც გეგმავს. სერბი მოთამაშით გასულ სეზონში, ინტერი და ნაპოლიც ინტერესდებოდნენ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.

როგორც პრესასში იწერება მილანი საკმაოდ ახლოს არის, მოთამაშის დამატებასთან, ფეხბურთელის მამა, რომელიც სამარჯიჩის აგენტი გახლავთ, უკვე შეხვდა მილანის მესვეურებს და შეხვედრამ პოზიტიურად ჩაიარა. ლაზარი ლოფთუს ჩიკის ალტერნატივად მიიჩნევა, რომელსაც გუნდში შემცვლელი არ ჰყავს. სერბი ფეხბურთელი უკვე დიდი ხანია გადაიზარდა და მზადაა ახალი გამოწვევებისთვის. სანამ მილანი სამარჯიჩის დამატებას შეეცდება მაქამდე გუნდმა აუცილებლად უნდა გაუშავს ერთი ნახევარმცველი, მთავარი პრედენდენტი ამ მხრივ ტომაზო პობეგაა.