ავტორიზაცია

მილანის მწვრთნელმა სერია ა-ს მოგების ფავორიტი დაასახელა

მილანის მწვრთნელმა სერია ა-ს მოგების ფავორიტი დაასახელა
თარიღი 29 Sep 2023, 23:34
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ იტალიის ჩემპიონატის მოგების მთავარ ფავორიად "იუვენტუსი" დაასახელა.

მოგეხსენებათ, 6 ტურის შემდეგ სერია ა-ს ცხრილს "მილანი" და "ინტერი" ლიდერობენ, "იუვენტუსი" კი მესამე პოზიციაზეა.

"წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ყველაფერი სეზონის ბოლოს, მაისში გამოჩნდება, თუმცა ვფიქრობ, სერია ა-ს მოგების ფავორიტი იუვენტუსია, რადგან სათასო მატჩები არ აქვთ და მთლიანად შიდა ჩემპიონატზე არიან ორიენტურებული.

ჩვენ კი ჩემპიონთა ლიგაზეც ვართ, სადაც შედეგები უნდა გავაუმჯობესოთ და ამისთვის ბევრს ვშრომობთ", - განაცხადა პიოლიმ.