მილანის თავდამსხმელი შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნდეს

"მილანის" თავდამსხმელი, სამუ კასტილეხო შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის ესპანელით "ესპანიოლი" და "ვალენსია" არიან დაინტერესებულები.
2020/21 წლების სეზონში კასტილეხომ 40 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.
Transfermarkt.com-ის ვერსიით, "როსონერის" შემტევის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს.
კასტილეხო "მალაგას" აღზრდილია, აგრეთვე "ვილიარეალშიც" უთამაშია.