მილანის ზაფხულში კაპიტანი დატოვებს
ზაფხულში, მილანის კაპიტანი დავიდე კალაბრია, დიდი ალბათობით, თავისუფალი აგენტი გახდება. იტალიელ მცველს დაკარგული აქვს ძირითადში ადგილი და ფონსეკას გეგმებში არ შედის. იტალიელის აგენტმა უკვე დაიწყო თავისი კლიენტისთვის ახალი კლუბის ძიება.
კალაბრიას მიმართ ორი კლუბი იჩენს ინტერესს - ფრანგული მარსელი და თურქული გალათასარაი. მარსელში კალაბრიას ხილვა რობერტო დე ძერბის სურს. იტალიელ სპეციალისტს დიდი სურვილი აქვს, კალაბრიასთან მუშაობის და თავის ტაქტიკაში მისთვის ადგილიც აქვს შერჩეული. არის იმის ალბათობა, რომ მარსელმა ზამთარშიც იაქტიუროს და გადაიბიროს მილანის კაპიტანი. გალათასარაის რაც შეეხება, თურქულ კლუბს ჯერ კიდევ ზაფხულში სურდა კალაბრიას დამატება, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. გალას ახლაც აქვს დიდი ინტერესი კალაბრიას მიმართ და იტალიელის უფასოდ დამატება მათ ძალიან ხიბლავთ.

დავიდე კალაბრია მილანის სკოლის აღზრდილია და ძირითად გუნდში 2015 წლიდან ასპარეზობს. ამ დროისთვის ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 260 მატჩია და 9 გატანილი გოლი. კალაბრიამ მილანთან ერთად 2022 წელს იტალიის ჩემპიონატი მოიგო.