ავტორიზაცია

მილანისა და პსჟ-ს გულშემატკივრებს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა

მილანისა და პსჟ-ს გულშემატკივრებს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა
თარიღი 07 Nov 2023, 13:29
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩის წინა დღეს, "მილანისა" და "პსჟ"-ს გულშემატკივრებს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა. ამის შესახებ Corriere dello Sport-ი იუწყება.

წყარო იუწყება, რომ შეტაკება მილანში 6 ნოემბრის ღამეს მოხდა. ჩხუბის დროს პარიზული გუნდის ერთ-ერთი გულშემატკივარი ორჯერ დაჭრეს და ახლა მძიმე მდგომარეობაშია.

მილანისა და პსჟ-ს მატჩი დღეს, 7 ნოემბერს გაიმართება.