მილანმა ბრეშიადან ტონალის კონტრაქტი ოფიციალურად შეისყიდა
"მილანმა" "ბრეშიას" ნახევარმცველ სანდრო ტონალის კონტრაქტი შეისყიდა, წერს კლუბის ოფიციალური საიტი.
გასული სეზონი 21 წლის იტალიელმა "როსონერიში" იჯარით იასპარეზა.
კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე იქნება გათვლილი. ტონალიმ გასულ სეზონში "მილანის" მაისურით 37 მატჩი ჩაატარა.
Transfermarkt-ის ვერსიით, ახალგაზრდა ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 27 მილიონ ევროს შეადგენს.