ავტორიზაცია

მილანმა და მონცამ სილვიო ბერლუსკონის თასი დაარსეს

მილანმა და მონცამ სილვიო ბერლუსკონის თასი დაარსეს
თარიღი 06 ივლ 2023, 18:02
"მილანმა" და "მონცამ" ორივე კლუბის ყოფილი მფლობელის სილვიო ბერლუსკონის სახელობის თასი დააარსეს, ამის შესახებ "როსონერის" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

8 აგვისტოს გუნდები ამ თასისთვის მატჩს გამართავენ.

შეგახსენებთ, 12 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.