ავტორიზაცია

მილანმა დაძაბულ ბრძოლაში, ავტოგოლის დახმარებით იმარჯვა [VIDEO]

მილანმა დაძაბულ ბრძოლაში, ავტოგოლის დახმარებით იმარჯვა [VIDEO]
თარიღი 18 Apr 2021, 16:30

„მილანმა“ და „ჯენოამ“ სერია ა-ს დღევანდლეი პროგრამა „სან-სიროზე“ გახსნეს. გამარჯვება „როსონერიმ“ 2:1 მოიპოვა.

პირველ ტაიმში გუნდებმა შედეგიანი დარტყმები გაცვალეს - „მილანიდან“ თავი ანტე რებიჩმა გამოიჩინა, „გრიფონებიდან“ კი გოლის გატანა მატია დესტრომ მოახერხა.

მეორე ნახევარში, „მილანმა“ სასურველი შედეგის მოპოვება მაინც მოახერხა. 68-ე წუთზე სკამაკამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „მილანს“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

„როსონერი“ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე რჩება და ლიდერ „ინტერთან“ 8 ქულას აგებს.