მილანმა კრემონეზე დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

იტალიის სერია ა-ს 27-ე ტურში, მილანი კრემონეზეს ესტუმრა და მეტოქე მძიმე ბრძოლაში 0-2 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ტიამი უგოლოდ დასრულდა, ანგარიში კი 90-ე წუთზე პავლოვიჩმა გახსნა, რასაც 94-ე წუთზე ლეაოს გოლი მოჰყვა და როსონერიმ მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.
კრემონეზე 0-2 მილანი
გოლები: 0-1 სტრაჰინია პავლოვიჩი 90', 0-2 რაფაელ ლეაო 90+4'.
გოლები: 0-1 სტრაჰინია პავლოვიჩი 90', 0-2 რაფაელ ლეაო 90+4'.
დღვანდელი გამარჯვების შემდეგ, მილანს 57 ქულა აქვს, მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერს, ინტერს 10 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში ალეგრის გუნდი სწორედ ნერაძურის დაუპირისპირდება.

