მილანმა ლეგენდარული პაოლო მალდინის შვილი სხვა გუნდში გაანათხოვრა
"მილანის" ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი, დანიელ მალდინი მომავალ სეზონს "სპეციას" რიგებში გაატარებს.
აღნიშნულ ინფორმაციას "როსონერის" ოფიციალური საიტი ავრცელებს.
როგორც იუწყებიან, სერია ა-ს მოქმედმა ჩემპიონმა 20 წლის ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით გაუშვა.
მოგეხსენებათ, დანიელი ლეგენდარული იტალიელი მცველის, პაოლო მალდინის შვილია.
გასულ სეზონში ახალგაზრდა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად "მილანის" ღირსება 13 მატჩში დაიცვა და ერთი გოლი გაიტანა.