მილანმა პარმას წინააღმდეგ ქულები დაკარგა

იტალიის სერია ა-ს მე-11 ტურში პარმამ მილანს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მილანის მხრიდან გოლების გატანა ალექსის საელემაკერსმა და რაფა ლეაომ შეძლეს, ხოლო პარმადან თავი ადრიან ბერნაბემ და ენრიკო დელ პრატომ გამოიჩინეს.
ამ დროისთვის მილანი 22 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო პარმა 8 ქულით მე-17 პოზიციას იკავებს.


