ავტორიზაცია

მილანმა პიზა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

მილანმა პიზა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა
თარიღი 14 Feb 2026, 01:48
იტალიის სერია ა-ს 25-ე ტურში, მილანი პიზას ესტუმრა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა.

შეხვედრის ანგარიში სტუმრებმა 39-ე წუთზე გახსნეს — თავი რუბენ ლოფტუს-ჩიკმა გამოიჩინა. 71-ე წუთზე ფილიპე ლოიოლამ გაათანაბრა, ხოლო 85-ე წუთზე გოლი ლუკა მოდრიჩმა გაიტანა და მილანს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუპოვა.

პიზა 1-2 მილანი

გოლები: 0-1 ლოფუტს-ჩიკი (39'), 1-1 ლოიოლა (71'), 1-2 მოდრიჩი (85')

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, მილანს 53 ქულა აქვს, მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერს, ინტერს 5 ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩში მასიმილიანო ალეგრის გუნდი კომოს უმასპინძლებს.