მილანმა ვერონას სტუმრად ადვილად მოუგო და ინტერს მიუახლოვდა [VIDEO]
იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურის ეგიდით, "ვერონამ" შინაურ კედლებში "მილანს" უმასპინძლა.
აღნიშნული დაპირისპირება "როსონერის" გამარჯვებით დასრულდა - 0:2.
ანგარიში 27-ე წუთზე მილანელთა ნახევარმცველმა, რადე კრუნიჩმა გახსნა.
50-ე წუთზე, სტუმრებმა უპირატესობა გაზარდეს - დიოგო დალოტმა "ვერონას" მეორე გოლი გაუტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ, "მილანი" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 56 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "ინტერს" 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. "ვერონა" კი 38 ქულით მე-8 პოზიციაზეა.
ვიდეომიმოხილვა