ავტორიზაცია

მილანმა ვილიარეალის შემტევთან შეთანხმებას მიაღწია

მილანმა ვილიარეალის შემტევთან შეთანხმებას მიაღწია
თარიღი 03 ივლ 2023, 17:04
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "მილანმა" შემტევ ნახევარმცველ სამუელ ჩუკვუზესთან ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.

ფეხბურთელმა მიიღო "როსონერის" შეთავაზება წელიწადში სამი მილიონი ევროს ოდენობით.

უახლოეს მომავალში მილანური გრანდი ფეხბურთელის ტრანსფერზე "ვილიარეალთან" მოლაპარაკებებს დაიწყებს.

ესპანურ მხარეს ჩუკვუზეს გაყიდვიდან 25 მილიონი ევრო სურს, მილანი კი 20 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს.

სამუელმა ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში "ვილიარეალის" შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.