ავტორიზაცია

მილანს ბრაზილიელი ვუნდერკინდი სურს

მილანს ბრაზილიელი ვუნდერკინდი სურს
თარიღი 15 მარ 2021, 12:01

"სანტოსის" თავდამსხმელი, კაიო ჟორჟე ზაფხულში შეიძლება "მილანის" ფეხბურთელი გახდეს, წერს ESPN.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიურმა კლუბმა 19 წლის ბრაზილიელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

მილანელთა ხელმძღვანელობას შეტევის ხაზის გაძლიერება სურს, გუნდში ვეტერანების, ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მარიო მანჯუკიჩის გათვალისწინებით.

ბრაზილიის ჩემპიონატის გასულ სეზონში ჟორჟემ 28 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.