მილანს იბრაჰიმოვიჩი დაუბრუნდა და უახლოეს მატჩში ითამაშებს

"მილანის" თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა, წერს La Gazzetta dello Sport.
შვედმა "როსონერის" პირველ გუნდთან ერთად მოგვევლინა. მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და თანაგუნდელებთან ივარჯიშა.
ცნობისთვის, 39 წლის ფორვარდმა სერია ა-ში მილანური კლუბის ბოლო სამი შეხვედრა გამოტოვა.
იბრაჰიმოვიჩი "ბენევენტოსთან" გასამართ უახლოეს მატჩში თავისი გუნდის დახმარებას შეძლებს.