ავტორიზაცია

მილანს მორატას დამატება უნდა

მილანს მორატას დამატება უნდა
თარიღი 10 ივლ 2024, 12:51
მილანმა, რამოდენიმე დღის წინ პაულო ფონსეკა  წარადგინა, პორტუგალიელმა მწვრთნელმა, მილანთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. იტალიური კლუბის შემდეგი მიზანი, მაღალი დონის ცხრიანის დამატებაა. მილანმა უკვე შეწყვიტა მოლაპარაკებები ბოლონიასთან, ჯოშუა ზირკზეს თაობაზე. გუნდი ნიდერლანდელის აგენტს კომპენსაციაზე ვერ შეუთანხმდნენ და ზირკზე დიდი ალბათობით კარიერას მანჩესტერში გააგრძელებს. 

''როსონერი'' სხვა ვარიანტებზე გადაერთო და მთავარი კანდიდატი ახალი ფორვარდსი სახით, ალვარო მორატაა. ესპანელს სურვილი აქვს იტალიაში დაბრუნების, მილანიც მზადაა გამოსასყიდი თანხის გადასახდელათ, რომელიც 13 მილიონი ევროა, ხოლო მოთამაშეს 3 წლიან კონტრაქტს სთავაზობს და წლიურ ხელფასს 5 მილიონ ევროს, რაც მორატასათვის მისაღებია. 

ალვარო მორატა საკმაოდ ნომრლაურად თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე. მისმა ნაკრებმა გასულ ღამეს ფინალის საგზური გაინაღდა და ტურნირს საფრანგეთი გამოთიშა. ამის გამო მილანის მესვეურებს კიდევ რამოდენიმე დღე მოუწევთ ლოდინი, რომ ოფიციალურად დაიწყონ მოლაპარაკება ატლეტიკო მადრიდთან და ალვარო მორატასთან. მილანიც და ფეხბურთელი ოპტიმისტურად, არიან განწყობილნი და დიდი შანსია ესპანელი ისევ იტალიაში ვიხილოთ.