ავტორიზაცია

მილანს ტეო ერნანდესის შენარჩუნება სურს - ინტერესს ორი გუნდი იჩენს

მილანს ტეო ერნანდესის შენარჩუნება სურს - ინტერესს ორი გუნდი იჩენს
თარიღი 28 Nov 2024, 14:29
მილანის ლიდერს ტეო ერნანდესს მოქმედი კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს და ჯერჯერობით კლუბი და მოთამაშე ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ აღწევენ. აქედან გამომდინარე ევროპული წამყვანი გუნდები უკვე გამოთქვამენ ფრანგის დამატების სურვილს. საქმეში ორი გრანდია მანჩესტერ იუნაიტედი და მიუნხენის ბაიერნი. გერმანული გუნდი გასულ სეზონშიც იჩენდა ინტერესს მილანის მცველის მიმართ. 

ამ დროისთვის ტეოს ანაზღაურება “როსონერის“ შემადგენლობაში 5 მილიონი ევროა, რაც მისი დონის ფეხბურთელისთვის საკმაოდ ცოტაა. მილანს არ სურს თავისი საკვანძო ფეხბურთელის დაკარგვა, მაგრამ მოთამაშე ფიქრობს კლუბის გამოცვლაზე, რადგან იტალიური კლუბს ცუდი სატრანსფერო პოლიტიკა აქვს და გუნდის სუპერ ვარსკვლავებით ვერ ძლიერდება.
 
ფრანგი მოთამაშე სან სიროზე მადრიდის რეალიდან 2019 წელს გადაბარგდა და მას შემდეგ ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო განაპირა მცველად ჩამოყალიბდა. ფეხბურთელმა მილანის მაისურით 228 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 31 გოლის გატანა მოახერხა. ასევე ფრანგი გუნდის ვიცე კაპიტანია და მილანთან ერთად სერია ას მოგებაც მოახერხა. “ეშმაკები“ თავის ლიდერს 80 მილიონ ევროდ აფასებს. ბაიერნი ტეოს ალფონსო დევისის შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც დიდი ალბათობით სხვა კლუბში გააგრძელებს კარიერას, ხოლო ინგლისურ გრანდს, რაც შეეხება ისინი ახალ გუნდს აშენებენ და ერნანდესი მათთვის კარგი დანამატი იქნება. არის იმის შანსიც, რომ ტეო ერნანდესმა მილანთან ახალი კონტაქტიც გააფორმოს ყველაფერი მომდევნო თვეებში გაირკვევა.