მილანში ტეო ერნანდესის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს

ჩემპიონთა ლიგაზე სრული ფიასკოს შემდეგ, მილანში საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილება მიიღეს — ფეინოორდთან განცხდილი მარცხის მთავარი "გმირის", ტეო ერნანდესის მილანური კარიერა დიდი ალბათობით ზაფხულში დასრულდება, უფროსობამ 27 წლის განაპირა მცველის გაყიდვა გადაწყვიტა! შეგახსენებთ, ფრანგმა ფეხბურთელმა გუშინდელ შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო, რამაც მატჩის ბედზე იქონია დიდი გავლენა.
მილანი და ტეო ერნანდესი ახალ ხელშეკრულებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ. ფეხბურთელის აგენტი €7-8 მილიონზე მეტს ითხოვდა, თუმცა გუშინდელი მატჩის შემდეგ, ახალ კონტრაქტზე საუბარი ალბათ აღარ იქნება. შეგახსენებთ, ფრანგი განაპირა მცველის ანაზღაურება ამ მომენტისთვის €5 მილიონია.
ტეო ერნანდესი მილანის ღირსებას 2019 წლიდან მოყოლებული იცავს. ფრანგს ამ დროში 247 მატჩი მოუგროვდა, გაიტანა 33 გოლი და 44 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ბოლო მომენტში თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ფრანგი ფეხბურთელი ზაფხულში გუნდს აუცილებლად დატოვებს. იმის გათვალისწინებით, რომ ტეოს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, "როსონერი" ფეხბურთელის სანაცვლოდ მაქსიმუმ €35-40 მილიონს მოითხოვს.