ავტორიზაცია

მილანურ კლუბში პრობლემები გრძელდება

მილანურ კლუბში პრობლემები გრძელდება
თარიღი 10 Mar 2025, 17:42
ინტერში ტრავმების ეპიდემია გრძელდება — იტალიის სერია ა-ს ბოლო ტურში, სადაც ერთმანეთს "ნერაძური" და მონცა დაუპირისპირდნენ, სიმონე ინძაგიმ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაკარგა. საუბარია, პიოტრ ჟელინსკიზე, რომელმაც მარჯვენა ფეხზე საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც საკუთარ გუნდს დაახლოებით ორი თვე ვერ დაემხარება.

პოლონელი ნახევარმცველის გარდა ტრავმები აწუხებთ სასტარტო შემადგენლობის ორ ფეხბურთელს, კერძოდ ფედერიკო დიმარკოსა და მატეო დარმიანს.

შეგახსნებეთ, სიმონე ინძაგის გუნდი 28 ტურის შემდეგ, 61 ქულით, სერია ა-ს ლიდერობს. "ნერაძური" ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობასაც აგრძელებს, სადაც 1/8 ფინალურ ეტაპზე, პირველ შეხვედრაში ფეინოორდი საკმაოდ მარტივად, 0-2 დაამარცხა და განმეორებით მატჩის წინ, დიდი უპირატესობა შეიქმნა.