ავტორიზაცია

მილიკი ძალიან მალე მარსელში გადავა

მილიკი ძალიან მალე მარსელში გადავა
თარიღი 18 იან 2021, 22:12
"ნაპოლის" თავდამსხმელი, არკადიუშ მილიკი დღეს "მარსელის" ფეხბურთელი გახდება, წერს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის პოლონელი კონტრაქტს დღეს გააფორმებს.

მილიკი წლიურად 8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, დამატებით სამი მილიონი კი ბონუსების სახითაა გათვალისწინებული.

ნეაპოლელთა ფორვარდს მიმდინარე სეზონში ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია, მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2021 წლის 30 ივნისს ეწურება.