ავტორიზაცია

მილიკმა მარსელთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

მილიკმა მარსელთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
თარიღი 15 Jan 2021, 23:28
"ნაპოლის" ფორვარდი, არკადიუშ მილიკი "მარსელს" პირადი კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა, წერს RMC Sport.

თუმცა, კლუბები სატრანსფერო ღირებულებაზე ჯერ არ შეთანხმებულან.

როგორც აღინიშნება, "მარსელი" მზადაა 26 წლის პოლონელში 7 მილიონი ევრო გადაიხადოს, "ნაპოლის" კი ეს თანხა არ აკმაყოფილებს.

მილიკს მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა მაისურით ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია, რადგან განაცხადს მიღმა დარჩა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა "ნაპოლის" ფორვარდს 2021 წლის 30 ივნისს ეწურება.