ავტორიზაცია

მიქაუტაძე ოსიმენის შემცვლელად - კიდევ ერთი ქართველი ნაპოლიში?

მიქაუტაძე ოსიმენის შემცვლელად - კიდევ ერთი ქართველი ნაპოლიში?
თარიღი 29 აპრ 2024, 19:05
ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანაჯრაზე "ნაპოლის" ნიგერიელი ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი გუნდს დატოვებს.

უცხოური გამოცემების ცნობით, ნაპოლი ოსიმენის შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად ქართველ ფორვარდს გიორგი მიქაუტაძეს განიხილავს და მზადაა მოლაპარაკებებს დასაწყებად.

მიმდინარე სეზონში მიქაუტაძე ბრწყინვალე ფორმაშია და ლიგა 1-ში უკვე 11 გოლი აქვს გატანილი, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

"ნაპოლიში" კიდევ ერთი ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაც თამაშობს, თუმცა არ არის გამორიცხული, ოსიმენის მსგავსად, გუნდი მანაც ზაფხულში დატოვოს.