ავტორიზაცია

მიქაუტაძის უიღბლო დებიუტი - ლიონი პირველ ტურში განადგურდა

მიქაუტაძის უიღბლო დებიუტი - ლიონი პირველ ტურში განადგურდა
თარიღი 19 Aug 2024, 00:46
საფრანგეთის ლიგა 1-ის 2024/25 წლების სეზონის პირველ ტურში "რენი" საკუთარ მოედანზე "ლიონსჩ დაუპირისპირდა და 3:0 გაანადგურა.

აღნიშნული შეხვედრა გიორგი მიქაუტაძისთვის "ლიონში" პირველი ოფიციალური მატჩი იყო, რომელიც ქართველისთვის უიღბლო აღმოჩნდა.

23 წლის თავდამსხმელმა 71-ე წუთზე მალიკ ფოფანას მოპოვებული პენალტი გააცუდა.

"ლიონი" მორიგ შეხვედრას 24 აგვისტოს "მონაკოს" წინააღმდეგ გამართავს.